დავით მსახურაძე

We provide services to customers in all cases
დავით მსახურაძე

დავით მსახურაძე აღმასრულებელი დირექტორი

დავით მსახურაძე აღმასრულებელი დირექტორი

განათლება:

სამართლის მაგისტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018

სამართლის ბაკალავრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2015

სამუშაო გამოცდილება:

დავით მსახურაძე 2018 წლიდან იკავებს იურიდიულ მრჩეველთა ბიუროს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 

დავით მსახურაძე 2016 წლიდან მუშაობდა შპს „კუპრაშვილი და ადვოკატებში“. მის მოვალეობებში შედიოდა სრული საადვოკატო მომსახურება, სასამართლო საქმეების წარმოება და წარმომადგენლობა. დავითის ანგარიშზეა ათეულობით წარმატებით დასრულებული საქმე როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. საადვოკატო კომპანიაში მუშაობისას დავითი გახლდათ რამდენიმე კომპანიის კორპორატიული იურისტი, მის მოვალეობაში შედიოდა კომპანიების მიმდინარე სამართლებრივი საკითხების მხარდაჭერა. 

დავითის გამოცდილება ასევე მოიცავს საარბიტრაჟო მიმართულებასაც. შპს „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტში“ მუშაობისას მის მოვალეობებში შედიოდა საარბიტრაჟო საქმეების განსახილველად მომზადება. 

დავით მსახურაძე ასევე მუშაობდა საარჩევნო სამართლის მიმართულებით, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო მისიაში. მათ შორის გახლდათ სომხეთის რესპუბლიკის 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წევრი. 

წევრობა/საკვალიფიკაციო გამოცდები:

2018 წელს დავითი გახდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

2020 წლიდან მიენიჭა დამატებითი სპეციალიზაცია ბავშვთა უფლებებში (სამოქალაქო).

სამუშაო ენები:

ქართული, ინგლისური, რუსული.

მზად ვართ დაგეხმაროთ

24/7

გამოცდილება

კონფედენციალობა

პრინციპები

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.