იურიდიული კომპანია
ჩვენ შესახებ
იურიდიული კომპანია: იურიდიულ მრჩეველთა ბიურო 2017 წელს დაფუძნდა და მალევე მოიცვა ადგილობრივი ბაზარი. იგი იურიდიულ მომსახურებას უწევს იურიდიულ და ფიზიკურ ფირებს, თუმცა მისი საქმიანობა, ძირითადად, კორპორაციული იურიდიული მომსახურების გაწევაა.
დღესდღეობით ბიურო ემსახურება როგორც ადგილობრივ ბაზარზე მოქმედ წარმატებულ მსხვილ ბიზნესსუბიექტებს, ასევე რამდენიმე საერთაშორისო კომპანიას, მათ შორის, ARFI Group, New Wave Hotel, Quantori, TIME & PANDORA და სხვ. კლიენტთა საქმიანობის სფერო მრავალფეროვანია და მოიცავს სამშენებლო- დეველოპერულ ბიზნესს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ტურიზმს, სასტუმროებსა და რესტორნების ქსელს, საცალო ვაჭრობას, ფარმაციას, და სამედიცინო მომსახურებას და ა. შ.
იურიდიულ მრჩეველთა ბიურო შედგება მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტებისგან, რომელთაც პროფესიით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში.
ბიურო კლიენტებს სთავაზობს მათ ინტერესებზე მორგებულ კვალიფიციურ მომსახურებას, რომელიც სრულად ფარავს მათი საქმიანობის სამართლებრივ მხარეს და მოიცავს როგორც მიმდინარე სამართლებრივ მხარდაჭერას (მათ შორის, ხელშეკრულებების შედგენა და რევიზია, საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობა, იურიდიული კონსულტაციის გაწევა), ასევე წარმომადგენლობას სასამართლოსა და სხვა დაწესებულებებში.
ჩვენი გუნდი
დავით მსახურაძე
ნინო ყეინაშვილი
ზურაბ რამიშვილი
საბა მიქაძე
ლიკა ჯინჭარაძე
მიიღეთ კონსულტაცია!
მზად ვართ დაგეხმაროთ, გთხოვთ, შეავსეთ ფორმა.
მისამართი
თბილისი, ს. კანდელაკის ქუჩა N14
კონტაქტი
Phone: +(995) 593 507 970
Email: legal@advisorsbureau.ge
ჩვენ გიპასუხებთ 24 საათის განმავლობაში ელექტრონული ფოსტით, ან შეგიძლიათ პირდაპირ დაგვირეკოთ, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოგემსახუროთ.