სამართლის ბაკალავრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2021
სამუშაო გამოცდილება:
ლიკა ჯინჭარაძე სადვოკატო გუნდს 2024 წლიდან შემოუერთდა, ლიკა მუშაობს საპროცესო დოკუმენტაციის შედგენის, ხელშეკრულებების დამუშავებისა და ადვოკატთა სხვა დავალებების შესრულების კუთხით. ლიკას განსაკუთრებული ცოდნა და პრაქტიკა აქვს საბანკო სამართლის მიმართულებით.
ლიკა ჯინჭარაძე პარალელურად მუშაობს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბერმელში“ AML იურისტად. მის მოვალეობებში შედის ,,უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნებიდან გამომდინარე ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობის კონტროლი, არსებული/განხორციელებული ღონისძიებების შეფასება, განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა და მისი მუდმივი განახლების უზრუნველყოფა კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, გარდა ამისა, AML მიზნებისთვის ტრანზაქციების მონიტორინგი, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებებისა და ოპერაციების განსაზღვრა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პროცესის კონტროლი და მისი შესაბამისობის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.
ლიკას გამოცდილება ასევე მოიცავს ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფში პრაქტიკას, ის ასევე გახლავთ ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის ასოციაციის წევრი.
წევრობა/საკვალიფიკაციო გამოცდები:
2021 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა (საერთო სპეციალიზაცია).