საქმიანობის პრინციპები

ჩვენ ყოველთვის ვიცავთ ჩვენ პრინციპებს!
საქმიანობის პრინციპები

საქმიანობის პრინციპები​

ჩვენი მისია: ჩვენი კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიზანია ყველა შესაძლო კანონიერი გზით ხელი შეუწყოს კლიენტებს მათი ინტერესების დაცვაში.

ამისათვის კომპანიის თანამშრომლები 24/7-ზე მზად არიან გაუწიონ კლიენტებს სამართლებრივი დახმარება, რაც გამოიხატება ზეპირ და წერილობით კონსულტაციებში, წარმომადგენლობაში ნებისმიერ მესამე პირთან, როგორც სასამართლოებში ასევე სხვა ნებისმიერ დაწესებულებაში.

ჩვენი კომპანიის ადვოკატები თავისუფალი არიან გარეშე გავლენებისგან და ემორჩილებიან მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას და ადვოკატთა ეთიკის ნორმებით დადგენილ მოთხოვნებს. ჩვენი გუნდი სამუშაო პროცესში ხელმძღვანელობს ისეთი ფუნდამენტური პრინციპებით, როგორიცაა კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა, კონფიდენციალობა, პროფესიული კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება, კანონიერება, სამართლის უზენაესობა და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელება, საადვოკატო საქმიანობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა.

იურიდიული მომსახურება
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.