ნოდარ ხერხეულიძე იურიდიული დირექტორი
განათლება:
დოქტორანტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამართლის მაგისტრი (წარჩინებით), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2016
სამართლის ბაკალავრი (წარჩინებით), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2014
სამუშაო გამოცდილება:
ნოდარ ხერხეულიძე მუშაობდა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ უფროს იურისტად/კონსულტანტად იურიდიულ საკითხებში და შპს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანის“ (შპს „საქნახშირის“ მფლობელი კომპანია) მთავარ იურისტად. მის მოვალეობებში შედიოდა კომპანიის საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობა, შრომითი საკითხების გადაწყვეტა, ხელშეკრულებების შემუშავება, კორპორაციულსამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება, ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოში წარმომადგენლობა, საერთაშორისო პროექტების მიმართულებით მუშაობა.
გარდა ამისა, ნოდარ ხერხეულიძეს ეკავა იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის პოზიცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში. არის სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი არაერთი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტის ავტორი, მათ შორის, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანაავტორი. მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა რეფორმის განხორციელებაში, მათ შორის, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმიდან (VLAP) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებიდან (DCFTA) გამომდინარე. ნოდარ ხერხეულიძე ასევე არის სახელმწიფო შესყიდვების ტრენერი 2015 წლიდან.
წევრობა/საკვალიფიკაციო გამოცდები:
2020 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა (სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი).
2018 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა (საერთო სპეციალიზაცია).
სამუშაო ენები:
ქართული, ინგლისური, რუსული.