ნინო ყეინაშვილი მმართველი პარტნიორი
განათლება:
ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი, იორკის უნივერსიტეტი, ინგლისი 2022 – მიმდინარე
ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი, სტრასბურგის უნივერსიტეტი, საფრანგეთი 2022 – მიმდინარე
სამართლის მაგისტრი (წარჩინებით), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2016
სამართლის ბაკალავრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2014
სამუშაო გამოცდილება:
ნინო ყეინაშვილის მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა სექტორში მუშაობას. ნინოს 2012 წლიდან მოყოლებული აქვს პროფესიით მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება. ის 2017 წლიდან გახლავთ მოქმედი ადვოკატი და იურიდიულ მრჩეველთა ბიუროს დამფუძნებელი.
მმართველი პარტნიორი აქტიურად მუშაობს საკანონმდებლო ხარვეზების გამოვლენაზე, 2022 წლიდან ის გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტის წევრი. ასევე, ნინო 2022 წლიდან მენტორი ადვოკატია და ხელმძღვანელობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების მსურველ იურისტებს.
ნინო ყეინაშვილის სამუშაო პრაქტიკა მოიცავს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების პროექტების შემუშავებას.
ნინო ყეინაშვილი 2 წლის განმავლობაში მუშაობდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბიზნეს რეესტრში. ბიზნეს რეესტრში საქმიანობა მოიცავდა იურიდიულ პირთა სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების (პარტნიორთა წილების გასხვისებასთან, რეორგანიზაცია-ლიკვიდაციასთან, დირექტორის ცვლილებასთან, წილის გირავნობით დატვირთვასა და ვალდებულების რეგისტრაციასთან დაკავშირებით და სხვა) შეტანას, წარმოდგენილი დოკუმენტაციის სამართლებრივ ექსპერტიზასა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას.
ამავე პერიოდში მას ევალებოდა საჯარო რეესტრის თანამშრომელთა დატრენინგება მეწარმე სუბიექტებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე.
იურიდიულ მრჩეველთა ბიუროს დამფუძნებლის სამუშაო გამოცდილება მოიცავს სანოტარო ბიუროში მუშაობას, სადაც ევალებოდა სანოტარო აქტების პროექტების (ხელშეკრულებების, კრების ოქმების, სამკვიდრო მოწმობების, მინდობილობებისა და სხვა) მომზადება, ასევე სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა იმ საკითხებზე, რომლებიც სანოტარო მოქმედების შესრულებასთან არის დაკავშირებული და მიეკუთვნება ნოტარიუსების კომპეტენციას.
მმართველი პარტნიორი ჯერ კიდევ 2012 წლიდან აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევის, საპროცესო დოკუმენტაციის შედგენისა და წარმომადგენლობის მიმართულებით. ამ პერიოდშივე შეისწავლა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკის მოძიებისა და დამუშავების ტექნიკები და მათი პრაქტიკაში სათანადო გამოყენება.
ნინო 2020 წლიდან გახლავთ ააიპ ლაქტაციის მხარდამჭერი საზოგადოება – ერთ-ერთი დამფუძნებელი და ასევე ერთ-ერთი დირექტორი. არამსამეწარმეო საზოგადოების მთავარი მიზანი ქალთა გაძლიერება და მათი მხარდაჭერაა. სწორედ ამ მიზნით ნინომ არაერთ ქალს გაუწია სამართლებრივი კონსულტაცია დედათა და ჩვილთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.
სამუშაო გამოცდილებიდან გამორჩეულია ასევე ტრენერის როლის შესრულება და მაგისტრატურის სტუდენტთა ზედამხედველობა მათი მხრიდან იურიდიული პრაქტიკის ათვისებასთან მიმართებით. ასევე, ნინო თბილისის რაიონული გამგეობების თანამშრომლებს ამზადებდა სამართლებრივი ტესტირებისათვის.
კომპანიის დამფუძნებელი 2012 წლიდან დღემდე გახლავთ რამდენიმე კერძო კომპანიის იურიდიული მრჩეველი და წარმომადგენელი.
დამატებითი ინფორმაცია:
- მოსამართლეობის გამოცდა – 2022
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების გამოცდა – 2022
- სისხლის სამართლის სპეციალიზაციის გამოცდა – 2021
- ბავშვის უფლებათა სპეციალიზაციის გამოცდა – 2020
- ადვოკატთა სკოლა – 2017
- ადვოკატთა ასოციაციის სამოქალაქო სპეციალიზაციის გამოცდა – 2015
- სამართლის იმიტირებული პროცესების და სხვადასხვა ფორმატის სამართლის დებატების მონაწილე. სამართალში დებატების გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული – 2012-2014.
სამეცნიერო ნაშრომები:
ქართულენოვანი:
სამართლის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად სამაგისტრო ნაშრომი თემაზე – კაპიტალური ტიპის საზოგადოებებში მინიმალური საწესდებო კაპიტალის კორპორაციულ-სამართლებრივი არსი – 2016
ინგლისურენოვანი:
- Economic Environment of Georgia in the Direction of Construction
- Increasing Employee motivation in Law Firm in Post-Pandemic Period
- Marketing Mix Evaluation of Legal Company
- Investment Appraisal Report of the Entity Operating in the Banking Sector
- Analyzing the Financial Statements of two Powerful Retailers
- A Case Study on the Open Innovation Strategy and Implementation (Coauthor)
- The Digitalization and Internal and External Analysis of the Company (Coauthor)
სამუშაო ენები:
ქართული, ინგლისური, რუსული.