კორპორაციული იურიდიული მომსახურება
კორპორაციული იურიდიული მომსახურება მოიცავს კომპანიის საქმიანობის განგრძობად
სამართლებრივ მხარდაჭერას, ყოვეთვიური ანაზღაურებით:
- კომპანიის საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება და შემცირება, სამართლებრივი დასკვნების მომზადება
- კომპანიის მენეჯმენტისთვის და სტრუქტურული ერთეულებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა
- კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცვლილებების კონტროლი
- ხელშეკრულებებისა და იურიდიული მნიშვნელობის მქონე სხვა დოკუმენტაციის შედგენა და რევიზია
- საკადრო პოლიტიკის სამართლებრივი მხარდაჭერა (შინაგანაწესის, შრომითი ხელშეკრულებისა და შიდა პოლიტიკის დოკუმენტების შედგენა და რევიზია, დისციპლინური წარმოების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა)
- სადამფუძნებლო შეთანხმების, წესდების, საერთო კრების გადაწყვეტილების, სასამსახურო ხელშეკრულების, სხვა სამეწარმეოსამართლებრივი დოკუმენტების შედგენა და რევიზია
- კომპანიის შიდა დოკუმენტაციის შესაბამისობაში მოყვანა AML (Anti-money laundering) კანონმდებლობასა და საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან.
- სასამართლოში, მედიაციაში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სხვა პირებთან წარმომადგენლობა