ზურაბ რამიშვილი უფროსი იურისტი, ადვოკატი
განათლება:
სამართლის მაგისტრი, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, 2016.
სამართლის ბაკალავრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2014.
სამუშაო გამოცდილება:
2017 წლიდან ზურაბ რამიშვილი ეწევა საადვოკატო საქმიანობას საერთო სპეციალიზაციით. მისი გამოცდილება მოიცავს წარმატებით დასრულებულ სხვადასხვა კატეგორიის სასამართლო დავებს როგორც სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში, ასევე სისხლის სამართლის მიმართულებით.
2021 წლიდან ზურაბ რამიშვილი იკავებს უფროსი იურისტის პოზიციას შპს „იურიდიულ მრჩეველთა ბიუროში“. ზურაბის მოვალეობებში შედის კლიენტთა სასამართლო დავების წარმოება და წარმომადგენლობა შესაბამის ორგანოებში.
2022 წლიდან ზურაბ რამიშვილი გაწევრიანებულია სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ „ახალგაზრდა ადვოკატთა კომიტეტში“. 2024 წლიდან ის გახლავთ მენტორი ადვოკატი.
წევრობა/საკვალიფიკაციო გამოცდები:
2016 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა (სისხლის სპეციალიზაციით).
2017 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა (სამოქალაქო სპეციალიზაციით).
2020 წელს ჩააბარა ბავშვის უფლებათა სპეციალიზაციის გამოცდა (სამოქალაქო).
2020 წელს ჩააბარა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაციის გამოცდა (სისხლი).
სამუშაო ენები:
ქართული, ინგლისური.